11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

საჭადრაკო ზეიმი სასახლეში
31.05.2018

31 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ზეიმი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ქართული-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგი (GAU).

ღონისძიება ეროვნული ჭადრაკის დირექტორმა თიკა რუხაძემ გახსნა, ისაუბრა ჭადრაკის მნიშვნელობაზე მოზარდებისთვის, მადლობა გადაუხადა ღონისძიების მხარდამჭერებს, ასევე სტუმრებს მობრძანებისთვის და წარმატებები უსურვა პირველი რესპუბლიკის თასის ტურნირში მონაწილეთა გუნდებს. ასევე, ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის საუკეთესო მოსწავლეები და პედაგოგები დიპლომებით დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საჭადრაკო ბლიც-ტურნირი "პირველი რესპუბლიკის თასი", ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის სასწავლო წლის შედეგების შეჯამება, ასევე "ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო თასის" პრეზენტაცია. 

სტუმრებისთვის შედგა  საჭადრაკო თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, ჭადრაკის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა და ნანა ალექსანდრიას წიგნის "ისტორია ფოტოებში" პრეზენტაცია.