11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ფილმის „თეთრი დარბაზი“ პრემიერა
04.06.2018

4 ივნისს საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აუდიო-ვიზუალური მიმართულების ვარსკვლავოსანი სტუდია „პიონერფილმის\" მიერ შექმნილი ისტორიული მოვლენების ამსახველი ფილმის - „თეთრი დარბაზი" (1028 დღე) პრემიერა გაიმართა.

ისტორიული მოვლენების ამსახველი ფილმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება.

პრემიერის ჩვენებამდე ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ UNICA-ს - კინომოყვარულთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის დეივ უეტერსონის მიერ გამოგზავნილი ჯილდო გადასცა გრიგოლ ჩიგოგიძეს მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და კინოფესტივალ "თბილისური აისის" მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.

ჩვენების შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა.