11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

კლასიკური მუსიკის საღამო
08.06.2018

8 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის მუსიკალური მიმართულების მევიოლინეთა   ანსამბლ „სი-მის"  პროექტის   „კლასიკური მუსიკა ყველასთვის"  ფარგლებში, სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა ანსამბლ „სი- მის",  მე-17 სამუსიკო სკოლის, სულხან ცინცაძის სახელობის მე-16 ხელოვნების სკოლის, ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური  სამუსიკო სკოლის  -  „ნიჭიერთა ათწლედის", კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარიის  მოსწავლეების  კონცერტი, რომელზეც შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები.

 პროექტის ფარგლებში, პერიოდულად  იმართება  მუსიკალური საღამოები მოსწავლეებისათვის, ახალგაზრდებისთვის,  რომელზეც  დასწრება თავისუფალია.  პროექტის  მიზანი   ახალგაზრდა თაობაში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.