11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამო
21.06.2018

21 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა სასახლის 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამო. ახალგაზრდებს ეს დღე მიულოცა ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და წარმატებული მომავალი უსურვა. კურსდამთვარებულებს მიესალმა, მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სასახლის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ. სასახლის აღზრდილებმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, სასახლის ხელმძღვანელობას აქ გატარებული წლებისთვის. ყველა მიმართულების კურსდამთავრებულებს გადაეცათ სასახლის სიგელი.