11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

გეოგრაფიული ვიქტორინა - 2018
24.06.2018

24 ივნისს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკებიან დარბაზში ჩატარდა   გეოგრაფიული ვიქტორინა - კონკურსი  ეროვნული სასახლის და ალ.ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით;  ტურში მონაწილეობდა   საქართველოს სხვადასხვა რეგიონის,  თბილისის  საჯარო და კერძო სკოლების 10 გუნდი.     მონაწილეებს კონკურსის პირობები გააცნო  სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების პედაგოგმა  ლეილა მებაღიშვილმა.   გეოვიქტორინის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მოსწავლეებს წარმატება უსურვეს  სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი მაჭარაშვილმა, გეოგრაფიული საზოგადოების სწავლულმა მდივანმა ქეთევან მგალობლიშვილმა.

თითოეულ გუნდში 5 მოსწავლე იყო.  მონაწილეებს 20 კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი. საუკეთესო შედეგი აჩვენეს სკოლა-ლიცეუმი   „პრომეთეს"  გუნდმა „პრომეთემ" და წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური  სკოლის გუნდმა  „მთაწმინდელებმა",  ისინი ფინალურ ტურში გავიდნენ, გამარჯვებულ გუნდებს,  მათ პედაგოგებს  გადაეცათ დიპლომები,  ვიქტორინის  მონაწილეებს - სიგელები, ასევე სამახსოვრო საჩუქრები.

გეოვიქტორინა   ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. მისი მიზანია მოსწავლეებში  გეოგრაფიული მეცნიერების პოპულარიზაცია და ზოგადი განათლების დონის ამაღლება.