11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

სასახლე პროექტს „ თბილისის ცის ქვეშ“ შეუერთდა
29.06.2018

29 ივნისს, ქალაქ თბილისის მერიის პროექტს „თბილისის ცის ქვეშ", მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე შეუერთდა.

 ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია  დაესწრნენ. კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. კონცერტზე სხვადასხვა დროის ცნობილი ქართული და უცხოური საესტრადო სიმღერები შესრულდა. ამასთან ერთად, სასახლის ახალგაზრდა შემსრულებლებმა წარმოადგინეს სიმღერები ახალი მუსიკალური პროექტიდან „სიმღერით გეტყვი თბილისო", რომელიც სულ ახლახანს შეიქმნა სასახლის მუსიკალური მიმართულების მოსწავლეებისთვის.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა ქ. თბილისის მერიას, აღნიშნული პროექტის შემოქმედებით ჯგუფს, ეროვნული სასახლის თანამშრომლებს, სასახლის აღსაზრდელებს წარმატებები უსურვა და მათთან ერთად ჰაერში ჰელიუმის ბუშტები გაუშვა.