11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

პროექტი "სიმღერით გეტყვი, თბილისო"
04.07.2018

3 ივლისს, მოსწავლე-ახლგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში მუსიკალური პროექტის "სიმღერით გეტყვი,  თბილისოს" კონცერტი გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის შემოქმედებით ჯგუფს,  დამსწრე საზოგადოებას

პროექტის მიზანია, ქართული სასიმღერო მუსიკის პოპულარიზაცია, მისი საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნება და გაგრძელება, ახალი რეპერტუარის შექმნა ახალგაზრდებისთვის, თბილისის პოპულარიზაცია, აქტუალური სოციალური თემების წამოწევა, როგორიცაა ქალაქის განვითარება, ეკოლოგია, დასუფთავება, თაობებს შორის ურთიერთობა, ურბანული საკითხები და სხვა. პროექტში მონაწილეობენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების საესტრადო-საშემსრულებლო სტუდიის და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „მზიურის" მე-8 და მე-9 თაობების აღსაზრდელები.