11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

სასახლის მოსწავლეები ავსტრიის საზაფხულო აკადემიაში
20.07.2018

8-20 ივლისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმის" მოსწავლეები „პიონერფილმის" ხელმძღვანელის, გრიგოლ ჩიგოგიძის  ხელმძღვანელობით საზაფხულო აკადემიაში  "KIDS MEDIA HOUSE»  მონაწილეობდნენ,  რომელიც  ცნობილი  ავსტრიული   ორგანიზაციის "ENERGY FOR LIFE"  პროექტია.  

საზაფხულო აკადემიაში  ტარდება მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო  ღონისძიებები, გადაღებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.   

საერთაშორისო  საზაფხულო   აკადემია  ფონდის  "ENERGY FOR LIFE"   სოციალური  პროგრამის „ღია მსოფლიოს"  ფარგლებში   ფუნქციონირებს  2009 წლიდან,  მისი მიზანია ევროპის მასშტაბით  ნიჭიერი შემოქმედებითი ახალგაზრების,  მათ შორის სოციალურად დაუცველების,  თანამშრომლობის გააქტიურება, ერთობლივი სემინარების, მასტერკლასების, ღონისძიებების  ჩატარება.

საზაფხულო აკადემიის ორგანიზატორია ავსტრიაში მოღვაწე ჟურნალისტი, ფონდის "ENERGY FOR LIFE"-ის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბეთანიშვილი.