11:00-18:00
(+995 32) 299 75 07
info@youthpalace.ge

ეროვნული სასახლის მისია

ეროვნული სასახლე არის 76 წლის ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. 6-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის ეს არის სკოლისგარეშე, დამატებითი განათლების მიღები ადგილი. ეს არის არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება თავისუფალი დროის გონივრული გამოყენებისა და სკოლისშემდგომი დამატებითი განათლების მიღების საქმეს.

დღეისათვის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 4500-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.

თავისთავად საინტერესოა სასახლის შენობა, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა. იმავე საუკუნის 50-60-იან წლებში არქიტექტორის ოტო სიმონსონის პროექტის მიხედვით სასახლეს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. სასახლის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.