11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

კითხვა/პასუხი

1.   როგორ დავარეგისტრირო  სასახლეში მოსწავლე?

 სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-17:00 საათამდე.

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ.6

დარეკეთ ტელეფონზე - 2984044;  2997507.

ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია იწყება სექტემბრის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დამატებით ცხადდება.  სასურველი წრის (წრეების) და მეცადინეობის  გრაფიკის  შერჩევის შემდეგ, სავალდებულოა მოსწავლის დარეგისტრირება სასახლის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში. რეგისტრაცია გრძელდება მთელი წლის განმავლობაში, წრეეებზე ვაკანტური ადგილების შევსებამდე.  დეტალური  ინფორმაციის გაცნობა  შესაძლებელია  ეროვნული  სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.youthpalace.ge , ფეისბუქ-გვერდსა  და  რეგისტრაციის სამსახურში.

 

2.   რა საბუთებია საჭირო სასახლის წრეებზე რეგისტრაციისთვის?

მოსწავლის რეგისტრაციისათვის საჭირო შემდეგი  დოკუმენტაცი:

ა.      მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ.      მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ.      ქორეოგრაფიული, მუსიკალური ან სპორტული წრის არჩევის შემთხვევაში    სავალდებულოა მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა.   ჯანმრთელობის ცნობის არ ქონის შემთხვევაში, მოსწავლის ფიზიკურ მდგომარეობაზე პასუხს აგებს   მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

დ.      1 ფოტოსურათი (3Х4);

ე.      სოც.დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის - ახალი  ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ   მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

ვ.      წლიური სარეგისტრაციო  საფასურის  გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

3.   როდის მთავრდება რეგისტრაციის პროცესი?

რეგისტრაცია გრძელდება მთელი წლის განმავლობაში, წრეეებზე ვაკანტური ადგილების შევსებამდე.

 

4.   რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოზარდი სასურველ  წრეზე მისაღებად? რამდენი მოსწავლის მიღება შეუძლია სასახლეს?

ყველა მსურველის მიღება არის შესაძლებელი, იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობა სასწავლო წრეებში განისაზღვრება 8-15 მოსწავლით; ხოლო ქორეოგრაფიულ, მუსიკალურ ანსამბლებსა  და სპორტულ ჯგუფებში - 20-35 მოსწავლის ოდენობით. სახელოვნებო და სპორტულ ჯგუფებში პედაგოგი თვითონ განსაზღვრავს მისაღები  მოსწავლის  შესარჩევ კრიტერიუმებს.

 

5.   მოუწევთ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია მოსწავლეებს, რომლებიც უკვე არიან სასახლის ბენეფიციარები?  ამ შემთხვევაში,  დაგვჭირდება  თუ არა საბუთების ხელახლა შემოტანა?

რეგისტრაციის გავლა აუცილებელია როგორც ახალი მოსწავლეებისათვის, ასევე იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც წინა სასწავლო წლებში უკვე დარეგისტრირებულები იყვნენ სასახლის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში.  წინა სასწავლო წლებში  დარეგისტრირებულებს    დოკუმენტების ხელახალი შემოტანა აღარ მოუწევთ.

 

6.   რა ასაკის ბავშვებს იღებთ სასახლეში?

სასახლის წრეებზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ სასკოლო ასაკის (6-18 წლის) მოზარდები, გამონაკლისის სახით სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე შესაძლებელია უფრო პატარა ასაკის ბავშვების მიღება, პედაგოგისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე.

 

7.   გვაინტერესებს ინფორმაცია სასახლის უფასო და ფასიანი წრეების შესახებ

სასახლეში მოქმედებს სასწავლო, სახელოვნებო და სპორტული მიმართულების უფასო და ფასიანი წრეები, მათი უმრავლესობა უფასოა. უფასო და  ფასიანი წრეების სრულ ჩამონათვალს  ეროვნული სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  www.youthpalace.ge, ფეისბუქ-გვერდსა  და  რეგისტრაციის სამსახურში გაეცნობით.

 

8.   კვირაში რამდენჯერ ტარდება მეცადინეობები?

მიმართულებების მიხედვით სხვადასხვაგვარად, უმეტესად კვირაში ორჯერ.

 

9.   რომელ დღეებში იქნება გაკვეთილები?

სასახლეში სწავლების დრო და გრაფიკის შედგენა ხდება მიმართულებების მიხედვით და მოსწავლეთა ინტერესების/პირობების მაქსიმალური გათვალისწინებით.

 

10.  შესაძლებელია თუ არა სწავლის დაწყებამდე გავესაუბროთ პედაგოგს?

სასწავლო პროცესის დაწყებამდე სასახლეში ტარდება ღია კარის დღე,  რეგისტრაციის გამოცხადების დღიდან  1 ოქტომბრამდე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ,  მობრძანდნენ სასახლეში და  ადგილზე გაესაუბრონ პედაგოგებს.

 

11.  მაქსიმუმ, რამდენი წრის არჩევა შეუძლია მოსწავლეს?

სარეგისტრაციო წლიური საფასურის გადახდის შემთხვევაში, მოსწავლეს ეძლევა უფლება სამი(3) წრე შეარჩიოს.

 

12.  რა შეღავათებით სარგებლობენ მოსწავლეები (სოციალურად დაუცველთა ოჯახის შვილები, მეორე და მომდევნო ბავშვი და სხვ.)?

ის მოზარდები და ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებული არიან საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000-ს  თავისუფლდებიან  სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან. ასეთივე შეღავათით სარგებლობენ ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას დაღუპულ, უგზო -  უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები. ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვის სასახლეში რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციის საფასური შეადგენს  პირველ ბავშვზე 50 ლარს, მეორეზე - 25 ლარს, ხოლო მესამე ბავშვი და მეტი უფასოა. ასევე, ერთი ოჯახიდან ორი ბენეფიციარის ერთ პედაგოგთან დარეგისტრირების შემთხვევაში, მე-2 ბავშვის ყოველთვიური გადასახადის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე -3  და მომდევნო ბენეფიციარი გათავისუფლებული იქნება ფასიანი წრეების ყოველთვიური გადასახადისგან.

 

13.  რა შეღავათები სარგებლობენ  შეზღუდული  შესაძლებლობის  პირები?

 შეზღუდული  შესაძლებლობის  პირები  თავისუფლდებიან  სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან.

 

14.  ეხებათ თუ არა შეღავათები  გამორჩეულად ნიჭიერ  მოსწავლეებს?

განსაკუთრებული  ნიჭით გამორჩეული მოსწავლე, მიმართულების  ხელმძღვანელის  წარდგინების საფუძველზე, სასახლის დირექტორის გადაწყვეტილებისა და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, თავისუფლდება სარეგისტრაციო და ფასიან წრეებზე სწავლის საფასურისგან.

 

15.  აუცილებელია  თუ არა რეგისტრაციისას  მოსწავლეს მშობელი  მოჰყვეს?

გაითვალისწინეთ, რომ  სასახლის სარეგისტრაციო სამსახურში გაიცემა საბანკო რეკვიზიტები  რეგისტრაციისა და ფასიანი წრის საფასურის  გადასახდელად, ასევე  ფორმდება ხელშეკრულება ეროვნული  სასახლის ადმინისტრაციასა  და   მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს  შორის, რომელზეც ხელი მშობელმა ან კანონიერმა  წარმომადგენელმა უნდა მოაწეროს. 

 

16.  ფასიანია თუ არა დასწრება სასახლის  თოჯინების თეატრის სპექტაკლებზე?

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

 

17.  თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად წარმატებულად აბარებენ თქვენი  მოსწავლეები  უმაღლეს  სასწავლებლებში?

 იყო სასახლელი მადვილად ნიშნავს იყო წარმატებული! სასახლის აღზრდილების უმეტესობა მეტი მაღალი ქულებით და წარმატებით აბარებენ უმაღლესი სასწავლებლის  მათ მიერ არჩეულ მიმართულებაზე. აღსანიშნავია, რომ სასახლის აღსაზრდელებს, არაფორმალური განათლების ხარისხიანი სერვისების მიღების გარდა, უყალიბდებათ პიროვნული თვისებები, გუნდურობის და საზოგადოებაში ქცევის, საჯარო გამოსვლების, მოქალაქეობრივი და სხვა უნარები. და ბოლოს, საამაყო ფაქტია, სასახლეში დაწყებული მეგობრობა, როგორც წესი, მთელი ცხოვრება გრძელდება. ასევე, სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ სასახლის აღსაზრდელები არასოდეს არ ყოფილან ჩაბმული კრიმინალსა და სამართალდარღვევებში.

სასახლე არის ნაბიჯი წარმატებისკენ!