11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

რეგისტრაციის პირობები

()იპ  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

მოსწავლეთა მიღება  2017/2018 სასწავლო წლისათვის

ახალი სასწავლო წლისათვის ბენეფიციართა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 04 სექტემბერს. 2017 წლის 04 სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე ბენეფიციარებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ თავისუფლად ავიდნენ მიმართულებების ხელმძღვანელებთან, ადგილზე გაესაუბრონ პედაგოგებს, რომლებიც მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას პედაგოგების მუშაობის გრაფიკის შესახებ; როდესაც მშობლები შეარჩევენ მათთვის სასურველი მეცადინეობის დღეებსა და საათებს, სავალდებულოა მოსწავლის რეგისტრირება ერთიან ბაზაში. 

·         რეგისტრაცია აუცილებელია როგორც ახალი ბენეფიციარებისათვის, ასევე მათთვის,  ვინც წინა სასწავლო წლებში უკვე დარეგისტრირებულები იყვნენ სასახლის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში.

·         ბენეფიციარები, რომლებიც წინა სასწავლო წლებში დადიოდნენ სასახლეში, ვალდებულები არიან, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდებიან, თუ რომელ პედაგოგთან სურთ მეცადინეობა,  ახალ 2017/2018 სასწავლო წელს, გადაიხადონ წლიური სარეგისტრაციო საფასური ერთჯერადად, წარმოადგინონ გადახდის ქვითარი სარეგისტრაციო სამსახურში (სოციალურად დაუცველმა მოსწავლეებმა, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს, უნდა წარმოადგინონ ახალი ამონაწერი სოც.დაუცველთა ბაზიდან)მათ დოკუმენტების ხელახალი წარმოდგენა  აღარ მოუწევთ;

·         ჯგუფის შევსების შემთხვევაში, აღნიშნულ ჯგუფში ავტომატურად წყდება მოსწავლეთა მიღება;

  • ჯგუფში ვაკანტურ ადგილებზე მიღება გრძელდება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში;
  • რეგისტრაცია აუცილებელია როგორც ახალი ბენეფიციარებისთვის, ასევე იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც წინა სასწავლო წლებში უკვე დარეგისტრირებულები იყვნენ სასახლის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში.
  • ბენეფიციარები, რომლებიც წინა სასწავლო წლებში დადიოდნენ სასახლეში, ვალდებულები არიან, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებიან, თუ რომელ პედაგოგთან სურთ მეცადინეობის გაგრძელება ახალ 2017/2018 სასწავლო წელს, გადაიხადონ წლიური სარეგისტრაციო საფასური ერთჯერადადწარმოადგინონ გადახდის ქვითარი რეგისტრაციისა და მონიტორინგის განყოფილებაში და შემდეგ ჩაირიცხებიან სასახლის წრეებში.

 ·         ბენეფიციარის  მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ფინანსური ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ სასახლის რეგისტრაციაში აღებული საბანკო რეკვიზიტების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია იხსნის პასუხისმგებლობას!!!!

 

 

ბენეფიციარები, რომლებიც 2017/2018 სასწავლო წელს პირველად შემოდიან სასახლეში:

 

·         მას შემდეგ, რაც მშობლები შეარჩევენ მათთვის სასურველ მიმართულებებსა და პედაგოგებს გრაფიკის შესაბამისად, ვალდებულები არიან რეგისტრაციისა და მონიტორინგის განყოფილებაში გაეცნონ დეტალურ  ინფორმაციას შემოსატანი დოკუმენტაციისა და ბანკის რეკვიზიტების შესახებ. სარეგისტრაციო საფასურის გადახდისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, მშობელი არეგისტრირებს ბენეფიციარს სასახლეში.

·         მას შემდეგ, რაც მოხდება ახალი ბენეფიციარის დარეგისტრირება სასახლის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში, მას მიენიჭება ნომერი და გადაეცემა პლასტიკური ბარათი.

·         პარალელურ რეჟიმში ხდება ხელშეკრულების გაფორმება მშობელსა და ადმინისტრაციას შორის

·         ის ბენეფიციარები, რომელთა ოჯახები სარგებლობენ სოციალურად დაუცველის სტატუსით და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-, გათავისუფლებულნი არიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის გადასახადისაგან. მიუხედავად ამისა, აუცილებელია მათი ხელახალი რეგისტრაცია მოსწავლეთა ერთიან ბაზაში.

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

 ·         პედაგოგის მიერ ბენეფიციარისა ან მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის, ფასიანი წრის საფასურის გადასახდელად საბანკო რეკვიზიტების გაცემა. როდესაც ბენეფიციარი რეგისტრირდება მოსწავლეთა ერთიან ბაზაში, პარალელურად ფორმდება ხელშეკრულება მშობელსა და სასახლის ადმინისტრაციას შორის, სადაც დაფიქსირებულია საბანკო რეკვიზიტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაურეგისტრირებელი ბენეფიციარის  მშობლის მიერ გადახდილი ფასიანი წრის თანხა იქნება გაყინული.

·         ბენეფიციარები, რომელთა ოჯახებიც სარგებლობენ სოციალურად დაუცველის სტატუსით, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან

·         პლასტიკური ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, საჯარიმო საფასურის გადახდა ეკისრება ბენეფიციარის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (მიუხედავად მოსწავლის სტატუსისა). ჯარიმის თანხა რის 5 ლარი. 

·         მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 04  სექტემბერს და გაგრძელდება 2017 წლის 01 ოქტომბრამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი  11-დან 17 საათამდე;   

·         ჯგუფის შევსების შემთხვევაში, ამ ჯგუფში ავტომატურად წყდება მოსწავლეთა მიღება;

 

ბენეფიციარის  რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

1.      ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

2.      მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3.      ქორეოგრაფიული, მუსიკალური ან სპორტული მიმართულების არჩევის შემთხვევაში    სავალდებულოა ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა.   ჯანმრთელობის ცნობის არქონის შემთხვევაში, მოსწავლის ფიზიკურ მდგომარეობაზე პასუხს აგებს   მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

4.      1 ფოტოსურათი (3x4);

5.      სოც.დაუცველი ოჯახების ბენეფიციარის - ახალი  ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ   მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

6.      წლიური სარეგისტრაციო  საფასურის  საგადასახადო დავალება (ქვითარი).

 

 ეროვნული სასახლის რეგისტრაციის ცხელი ხაზი:  (+995 32) 298 40 44.