11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

Erasmus+

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამაში Erasmus + ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში.

Erasmus + წარმოადგენს ევროკავშირის შვიდწლიან პროგრამას, სრული ბიუჯეტით 14.7 მილიარდი ევრო. იგი აერთიანებს განათლების, სპორტის, ტრენინგებისა და ახალგაზრდულ პროგრამებს. 

განხორციელებული პროექტები:

 

Social Entrepreneurship as a Tool for Social Inclusion

ხორვატიაში, სასახლის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ტრენინგ კურსი ახალგაზრდული მუშაკებისთვის, რომელშიც მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ, ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 3-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 10 ქვეყნის 30-მა ახალგაზრდულმა მუშაკმა.

ტრენიგ კურსი ემსახურებოდა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას და მონაწილეების საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვას, გამოყენებული იქნა არაფორმალური განათლების მეთოდები, სიმულაციური თამაშები, პრეზენტაციები, ინტერაქციული თამაშები, ჯგუფების ფორმირება, დებატები და სასწავლო ვიზიტები ხორვატიის წარმატებულ სოციალურ საწარმოებში.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა ფინანსურ მენეჯმენტში, დროის მენეჯმენტში, განივითარეს ორგანიზაციული, ლიდერული, კომუნიკაციის უნარები. 


NSZ across Europe

ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩატარდა ტრენინგ კურსი ახალგაზრდული მუშაკებისთვის, რომელშიც მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სახელით 4-მა ახალგაზრდულმა მუშაკმა მიიღო მონაწილეობა, მასში 8 ქვეყნის 32 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

პროექტის მიზანი იყო მონაწილეებს აიმაღლებინათ ცოდნა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზების კუთხით. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ბულინგთან და კიბერ ბულინგთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. 


საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა „კომპოზიცია IV: ხელოვნების მოგზაურობა“ - 27 ივნისი - 7 ივლისი (ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო)

ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი, რომელშიც სასახლის სახელით 4-მა ახალგაზრდამ და ჯგუფის ლიდერმა მიიღეს მონაწილეობა. მისი მიზანი იყო, ხელი შეეწყო სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურების წარმომადგენლებისთვის, ეფიქრათ და ემსჯელათ "ხელოვნების" განსაზღვრებაზე. იგი ასევე ითვალისწინებდა თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმის გაცნობას. გარდა ლექციებისა, პროექტის ძირითად ნაწილს მუზეუმებისა და გალერეების მონახულება წარმოადგენდა.

 

პროექტში საქართველოს გარდა ჩართულები იყვნენ ახალგაზრდები იტალიიდან, კვიპროსიდან, პორტუგალიიდან, შვედეთიდან, ნოდერლანდებიდან, ალბანეთიდან და ლიტვიდან.

 

 

“Many stories, one conclusion” ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი პოლონეთში

6 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდები 8 დღის განმავლობაში ეცნობოდნენ ერთმანეთის კულტურებს და სწავლობდნენ ტოლერანტობას განსხვავებული კულტურების წარმომადგენელთა მიმართ. პროექტში არაფორმალური განათლების მთავარ მეთოდს ლიტერატურა წარმოადგენდა. პირველი 6 დღის განმავლობაში მონაწილეები ერთმანეთს გააცნობენ მითებს/ლეგენდებს საკუთარი ქვეყნებიდან. ყველა მონაწილე ქვეყანას დაეთმობა 1 დღე. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა თანატოლებს აუხსნან ეროვნული მითების/ლეგენდები/ისტორიების შინაარსი. ყველა მონაწილე განიხილავს მოსმენილის კონტექსტს და მოახდენს მის ინტერპრეტირებას. პროექტის ბოლო 2 დღე დაეთმობა რეფლექსიას მონაწილე ქვეყნების კულტურებსა და მითებში არსებულ უნივერსალურ ელემენტებზე.

 

პროექტის მიხზანი იყო ახალგაზრდებს გაეთვითცნობიერებინათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ერთი და იგივე ღირებულებები სხვადასხვა სიტყვებით/ფორმებით იყოს გამოხატული, მაინც არსებობს უნივერსალური ელემენტები, რომლებიც გარკვეულწილად საერთო ენას წარმოადგენს ყველა კულტურასა და რელიგისთვის (მაგალითად ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის). პროექტის ერთ-ერთ მიზანი იყო ახალგაზრდებს შორის გაღვივებული რადიკალიზმის/ნაციონალიზმის პრევენცია.

მონაწილე ქვეყნები: საქართველო, პოლონეთი, ესპანეთი, ეგვიპტე, იორდანია, საბერძნეთი

ერონული სასახლის სახელით პროექტში 5 ახალგაზრდა და 1 ჯგუფის ლიდერი მონაწილეობდა.