11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ ინიცირებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი აერთიანებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერ 40-მდე დაწესებულებას მთელი საქართველოდან, რომლებიც უმეტესად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფ მრავალპროფილიან, სასწავლო, კულტურულ, სპორტულ, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ფორუმის მიზანია საქართველოში არსებული არაფორმალური განათლების ორგანიზაციებს შორის აქტიური ურთიერთთანამშრომლობისა და ორმხრივად სასარგებლო კომუნიკაციების დანერგვა.

ეროვნული სასახლის მიერ შემუშავებული 2017-2021 წლების სტრატეგიის ერთობლივი დოკუმენტი, ფორუმის წევრების მიერ დამტკიცდა 2016 წელს. სწორედ ამ დოკუმენტის ფარგლებში მონაწილე ორგანიზაციებს შეუძლიათ ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს არაფორმალური განათლების ორგანიზაციების კოორდინირებულ მოქმედებას ახალგაზრდული საქმიანობის ფარგლებში.