11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

არაფორმალური განათლების საერთაშორისო კონფერენცია

არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდების და მიდგომების გაზიარების, საერთაშორისო პროგრამების დანერგვისა და უცხოური საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ 2017 წელს დაარსდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია "ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში".

პირველი კონფერენცია 2017 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული სასახლის პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სასახლეების წარმომადგენლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. არაფორმალური განათლების მიზნებსა და გამომწვევებზე, კონცეპტუალურ საკითხებზე ისაუბრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, .თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ლალი კალანდაძემ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ, გოგი ჩიქოვანმა

საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ფინანსური და სოციალური განათლების დონის ამაღლების აუცილებლობაზე, საერთაშორისო პროგრამებსა და მათში ეროვნული სასახლის აქტიურ ჩართულობაზე პრეზენტაციები წარადგინეს სასახლის პარტნიორი ორგანიზაციების, აფლატუნის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რულანდ მონაშმა, SALTO აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს - ცენტრის წარმომადგენელმა ტომაშ შოპამ, ერასმუს პლიუსის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოში, ასოციაცია „დრონის“ ხელმძღვანელმა გიორგი კიკალიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა მარიამ გუნიავამ, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდის „კავკასიის““ პრეზიდენტმა, დოქტორმა ლევან ხეთაგურმა წარმოადგინა პრეზენტაცია „ფორმალური და არაფორმალური განათლება, როგორც კულტურის დიპლომატია“.

კონფერენციის მიზანია საქართველოში არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბების და გაძლიერების ხელშეწყობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არაფორმალური განათლების სახელმწიფო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზით.