11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნული სასახლის ისტორიული მუზეუმი

 

ეროვნული სასახლის არსებობის ხანგრძლივმა  ისტორიამ, მასთან დაკავშირებული  მნიშვნელოვანი ისტორიული   მოვლენების  ამსახველი  რარიტეტული  მასალის  არსებობამ   სასახლის  მუზეუმის

შექმნის საშუალება მოგვცა.  სასახლის ისტორიულ  მუზეუმში ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს ნახოს  უნიკალური ექსპონატები,  ნივთები, ხელოვნების ნიმუშები,  პორტრეტები, არქიტექტურული ნახაზები, 

ავეჯი, სამკაული და ჭურჭელი, სიმბოლური დანიშნულების მქონე ნივთები, სამუზეუმო სტენდები, სასახლის მოსახატად შექმნილი ესკიზები, მაკეტები, ქანდაკებები პოსტამენტებზე და სხვ.  სამუზეუმო

სივრცეში ასევე    განთავსებულია დღევანდელი საქმიანობისა და აქტივობების ამსახველი  მასალები, მოსწავლეების მიერ მიღებული ჯილდოები, მათი  ნამუშევრები.  დამონტაჟებულ მონიტორზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა ნახოს კადრები სასახლეში გადაღებული ფილმებიდან: „ქეთო და კოტე“, „დათა თუთაშხია“  და სხვა.


სპეციალურად გადამზადებული გიდები  ვიზიტორებს ექსპონატებსა და შენობის ისტორიას  გააცნობენ.  სასახლის ისტორიული მუზეუმი 2017 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა.

მუზეუმის პროექტი ეროვნული სასახლისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით შემუშავდა.

სასახლეში განთავსებულია 10 სამუზეუმო სივრცე

 4  საექსპოზიციო  დარბაზი:

მარმარილოს დარბაზი

სარკეებიანი დარბაზი

თეთრი დარბაზი

რ. თაბუკაშვილის სახელობის დარბაზი

დარბაზებში გამოფენილია  მეფისნაცვლის  დროინდელი ნივთები.

 სასახლის დაარსების დღიდან   მიღებული ჯილდოები და საჩუქრები.

ცნობილი  მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ესკიზის ასლები.

სასახლის  აღზრდილების მიერ შესრულებული   ნახატები, ესკიზები,  ქანდაკებები და მათ მიერ  შეგროვილი მინერალები.

 

 

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე,

 ორშაბათის გარდა

სამუშაო საათები   11სთ -17 სთ-მდე

მის.რუსთაველის  გამზირი,   N 6

 ტელ. (995 32) 2996113

ელ.ფოსტა : museum@youthpalace.ge