სპიკერ პროგრამა ამერიკულ კუთხეში
17 ოქტომბერი 2012 წ.

17 ოქტომბერს, 16 საათზე საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში მოეწყო სპიკერ-პროგრამა , რომელიც ფლექსის (Flex) გაცვლით პროგრამას შეეხებოდა. აუდიტორიას წარმოადგენდა ამერიკული კუთხის უფროსკლასელები, რომლებმაც პროგრამის კოორდინატორისგან ქალბატონი ქრისტი მილორავასგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს 2012 წელს დაგეგმილი ფლექსის (Flex) გაცვლითი პროგრამის შესახებ.

ფლექსის (Flex) პროგრამა უკვე 21 წელია არსებობს. ახალი გაცვლითი პროგრამა უკვე მომავალი წლის აგვისტოდან ამოქმედდება, მანამდე კი მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაიარონ შესარჩევი ტურები., რომელიც სამი ეტაპისაგან შედგება. პირველი ეტაპი საბაზისოა, მეორე კომპლექსური, ხოლო მესამე კი დასკვნითი. პირველი ტური 2012 წლის 20 ოქტომბერს 55-ე საჯარო სკოლაში ჩატარდება. მონაწილეობის მსურველი მოსწავლეები ვალდებულები არიან წარმოადგინონ დაბადების მოწმობა, ერთი ფოტოსურათი და კალამი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიაკითხონ ამერიკულ საბჭოებს ან მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეს.