შეხვედრა მხატვრებთან
05 დეკემბერი 2016 წ.

5 დეკემბერს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა შეხვედრა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცნობილ წარმომადგენლებთან, სხვადასხვა თაობის მხატვრებთან.  სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ  წარადგინა პრეზენტაცია,  აღნიშნა, რომ  სასახლის შემოსასვლელ სივრცეში  სახელოვანი პედაგოგებისა და აღზრდილების სახელობითი კუთხის  თანამედროვე და სრულყოფილი  მხატვრული კონცეფციის შექმნასა და  განხორციელებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ პროფესიონალები, ასევე გათვალისწინებულია სასახლის საგამოფენო სივრცის დაგეგმვა-მოდერნიზაცია.   

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და აქტიური სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა,  მხატვრებმა  მამუკა მიქელაძემ,   მამუკა ტყეშელაშვილმა, არქიტექტორმა,  დიზაინერმა გიორგი დევდარიანმა, მხატვარმა ზურაბ გომელაურმა, სასახლის მხატვარმა მერაბ მერაბიშვილმა და სხვებმა, პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, მაგისტრანტები.