ტრენინგი დაწყებითი განათლების პროექტის შესახებ
09 დეკემბერი 2016 წ.

7 -9 დეკემბერს  მოსწავლე -  ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის   ნოვაციებისა და მეთოდური მუშაობის ცენტრის  ორგანიზებით,  ჩატარდა  სამდღიანი  ტრენინგი  სასახლის  პედაგოგებისთვის   „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის" შესახებ, პედაგოგები გაეცნენ პროექტს, პროგრამას „ჩვენი ქვეყანა",  მის  დანიშნულებასა და მიზანს, ასევე, დამხმარე მასალას-გზამკვლევებს, ბროშურებს,  ნახეს  პრეზენტაცია, ფილმი ამ თემაზე.  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების  სააგენტო USAID საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd), რომელიც ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა კითხვის და მათემატიკის სწავლება I-IVკლასებში.  პროექტის მიზანია დაწყებით კლასებში ახალი სასწავლო მიდგომების დანერგვა, ასევე, ბიზნესისთვის საჭირო უნარების განვითარება. „ჩვენი ქვეყანა"-ეს არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს მეწარმეულ აზროვნებას უნვითარებს.  ეს არის მოხალისეობის პროგრამა, გადამზადებული პედაგოგები მიიღებენ შესაბამის საერთაშორისო სერტიფიკატებს.