ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი „პიონერფილმში“
15 დეკემბერი 2016 წ.

 

15 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმს" ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო ესტუმრა. „პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიელ ხალხს, ავსტრიის მთავრობას, ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აღნიშნა, რომ სასახლის სტუდია „პიონერფილმის" მეგობრობა, თანამშრომლობა ავსტრიელ კოლეგებთან ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო და მას შემდეგ, წლების განმავლობაში ისინი რამდენჯერმე იყვნენ ავსტრიაში. საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა დაუვიწყარ ავსტრიულ შთაბეჭდილებებზე, იქ მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.