გეოვიქტორინა- 2017
16 მაისი 2017 წ.

 

გეოვიქტორინა სკოლის მოსწავლეთათვის!

 

2017 წლის 4 ივნისს საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით გაიმართება

სკოლის მოსწავლეთა კონკურსი „გეოვიქტორინა-2017".

 

კონკურსი ეძღვნება ცნობილ გეოგრაფსა და კარტოგრაფს, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) „ლანდშაფტური ანალიზის" კომისიის დამფუძნებელსა და პირველ ხელმძღვანელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის გეოინფორმატიკის და კარტოგრაფიის კათედრის გამგეს (1981-2006), მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღზრდილს, პროფესორ

ნიკოლოზ ბერუჩაშვილის დაბადების 70 წლის იუბილეს.

 

გეოვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასების მოსწავლეებს.

 

კონკურსის ჩატარების ადგილი:

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 6

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, სარკეებიანი დარბაზი

დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.