ფოლკლორული სიმღერის დათვალიერება-კონკურსი
30 მაისი 2017 წ.

30 მაისს, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით გაიმართა პირველი ფოლკლორული სიმღერის დათვალიერება-კონკურსის დასკვნითი ტური - საზეიმო დახურვა, გამარჯვებულების დაჯილდოება. 

ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ფოლკლორული სიმღერის დათვალიერება-კონკურსის, ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა მოზარდებს, მათ პედაგოგებს, მშობლებს, რომ ისინი ბავშვობიდანვე დაინტერესებული არიან თავისი ქვეყნის ტრადიციებით, კულტურით, ასევე მხარდამჭერ და თანაორგანიზატორ ორგანიზაციებს. განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს სახალხო არტისტის, ჟიურის თავმჯდომარის თემურ ქევხიშვილის უდიდესი წვლილი ქართული ფოლკლორის განვითარებაში. ეროვნულ სასახლეში გამართულ დასკვნით ტურში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით. მადლობის სიგელები გადაეცათ რეგიონული ტურების ორგანიზატორებს. 
ჟიურის შემადგენლობა: თავმჯდომარე- თემურ ქევხიშვილი - საქართველოს სახალხო არტისტი, „საუკუნის ხმა", სასახლის ფოლკლორული სტუდიის ხელმძღვანელი; ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე; დავით ცინცაძე - ანსამბლ " ოროველას" დირექტორი; ლევან ქორიძე- ხალხური საკრავების პედაგოგი. 
ფესტივალის მხარდამჭერებმა: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, სადაზღვევო კომპანიამ „არდი", ლიტერატურულმა კონკურსმა „საბამ" მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.