ნორჩ მხაზველთა 54-ე კონკურსის გამოფენა-დაჯილდოება
04 ივნისი 2017 წ.

4  ივნისს მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა ნორჩ მხაზველთა და არქიტექტორთა 54-ე რესპუბლიკური კონკურსის  მეორე  ტური - გამოფენა - დაჯილდოება ეროვნული სასახლის  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისის, ბათუმის, თელავის  სკოლების  100 -მა მოსწავლემ, აქედან გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრიზით 2 წარჩინებული მონაწილე - ეროვნული  სასახლის საინჟინრო გრაფიკისა და მაკეტირების წრის წევრი  ანა  თვარაძე  და ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხაზვის წრის წევრი, XII კლასის მოსწავლე ვიტალი კირინი დაჯილდოვდნენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის I ხარისხის დიპლომი 32 მოსწავლეს გადაეცა , II ხარისხის დიპლომი -  18  მოსწავლეს, სასახლის სიგელი- 30  მონაწილეს, ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი - კონკურსის 18 მონაწილეს. ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო საგამოფენო ნამუშევრების წარმდგენი მოსწავლეები. სასახლის მადლობის ფურცელი 8  პედაგოგმა დაიმსახურა.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის 70-ე საჯარო სკოლის, სკოლა „ლაშარის" , „ახალი ქართული გიმნაზიის" და რეგიონების წარმომადგენლები.  სასახლის მუზათა მოედანზე გაიმართა გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, შეფასება და საუკეთესოთა გამოვლენა - დაჯილდოება, წლევანდელი კონკურსი კომპიუტერული გრაფიკით შესრულებული ნახაზების სიმრავლით გამოირჩეოდა.

 დაჯილდოებისას  აღინიშნა,   რომ წელს კონკურსზე  საინტერესო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა დიდ ინტერესსა და აქტიურობას იჩენს ამ კონკურსის, ხაზვა -არქიტექტურის სფეროს მიმართ.