გეოვიქტორინა - 2017
04 ივნისი 2017 წ.

 

 4 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკებიან დარბაზში ჩატარდა   გეოგრაფიული ვიქტორინა - კონკურსი  ეროვნული სასახლის და ალ.ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით, რომელშიც  მონაწილეობდა   საქართველოს სხვადასხვა რეგიონის,  თბილისის  საჯარო და კერძო სკოლების 25 გუნდo. თითოეულ გუნდში 5 მოსწავლე იყო.  მონაწილეებს 20 კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი. I ადგილზე გავიდა  ორი  გუნდი  - „მთაწმინდა-42" ( ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა)  და  „GAHS-ელები"  ( ქართულ-ამერიკული უმაღლესი  სკოლა).   III  ადგილი მოიპოვა გუნდმა „პრაიდი"  (თბილისის 124-ე საჯარო სკოლა).  გამარჯვებულ გუნდებს, ვიქტორინის მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

გეოვიქტორინა ეძღვნება ეროვნული   სასახლის აღზრდილის, ცნობილი  გეოგრაფის, პროფესორ ნიკოლოზ ბერუჩაშვილის ხსოვნას.  მისი მიზანია მოსწავლეებში  გეოგრაფიული მეცნიერების პოპულარიზაცია და ზოგადი განათლების დონის ამაღლება.