„კარდინალი“ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს
06 ივნისი 2017 წ.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კალათბურთის გუნდმა ,,კარდინალმა" 16-წლამდელთა ბ-ლიგაში  საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში წარმატებით იასპარეზა „ორბი1"- თან, ანგარიშით 68:63. გუნდი ახლა უკვე ნახევარფინალში გააგრძელებს საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას. გუნდის პრეზიდენტია  თიკა რუხაძე, მწვრთნელი -  ნოდარ ბერიაშვილი, გუნდის მენეჯერი -  ბადრი ბერიაშვილი, ასისტენტი  - ომარ ლებანიძე, გუნდის ექიმი - ლელა გაბოძე.