პრეზენტაცია მკითხველთა კლუბში
16 მაისი 2017 წ.

 

16 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველოში 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და სასახლის ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის წევრებისთვის, მკითხველთა კლუბის შეხვედრა გაიმართა. მკითხველთა კლუბის პედაგოგმა ლელა ცუცქირიძე მოსწავლეებს გამოჩენილ შვედ საბავშვო მწერალზე, ასტრიდ ლინდგრენზე, მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე ესაუბრა.

მოსწავლეებმა ნახეს სლაიდშოუ, ასევე ფილმი საბავშვო ქალაქ უნიბაკენზეც, რომლის შესახებაც მათ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე ესაუბრა. შეხვედრის ბოლოს მოეწყო ვიქტორინა ასტრიდ ლინდგრენის წიგნის „ბიულერბიუელი ბავშვების" ირგვლივ.