ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
20 მაისი 2017 წ.

 

 20 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს" პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა საქველმოქმედო კონცერტს, რომელშიც საოპერო ვარსკვლავებთან ერთად სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა "სიმმა" მიიღო მონაწილეობა.