„მზიურის“ კლიპის გადაღება
20 ივნისი 2017 წ.

20 ივნისს ეროვნული სასახლის ისტორიულ ბაღში განახლებული  ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „მზიურის" კლიპის გადაღება მიმდინარეობდა.

სასახლის  პარტნიორი და მხარდამჭერი,  ტელეკომპანია „იმედი",  ამჯერად  პროექტის „იმედის მუსიკალური კოლექციის" (პროდუსერი კახა ცისკარიძე)  ფარგლებში „მზიურის" განახლების პროექტით დაინტერესდა.