კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამო
25 ივნისი 2017 წ.

 25 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა სასახლის 2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამო. ახალგაზრდებს ეს დღე მიულოცა ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ერქვათ სასახლელები, წარმატებული და ბედნიერი, მრავალი პოზიტივით აღსავსე ცხოვრების გზა უსურვა. სასახლის აღსაზრდელებს სიგელები გადასცა, წარმატებული მომავალი უსურვა სასახლის სტუდია „პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ. კურსდამთავრებულებმა სასახლეში გატარებულ წლებზე ისაუბრეს, მადლობა გადაუხადეს თავიანთ პედაგოგებს. გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სასახლის ვოკალურ-ინტრუმენტული ანსამბლი „მზიური", მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი", ანსამბლი „წითელქუდა". ყველა კურსდამთავრებულს „ფინკა" ბანკისგან სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.