„კარდინალი“ საქართველოს ჩემპიონია
26 ივნისი 2017 წ.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კალათბურთელთა გუნდი „კარდინალი" საქართველოს ჩემპიონატის  „ბ" ლიგის ჩემპიონი გახდა 16-წლამდელთა შორის.  ჩემპიონატში 27 გუნდი მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით.  წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ბაჩი ალიბეგაშვილი, მას კალათბურთის ფედერაციის თასი გადაეცა.