გაიმართება განახლებული „მზიურის“ გალა - კონცერტი
06 ივლისი 2017 წ.

9-10 ივლისს, 21 საათზე  მოსწავლე - ახალგაზრდობის  ეროვნული სასახლის განახლებულ თეატრალურ დარბაზში  გაიმართება   განახლებული ვოკალურ -ინსტრუმენტული ანსამბლ  „მზიურის"  პრეზენტაცია - გალა -  კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  ანსამბლის ახლანდელი, მე - 8 თაობის წარმომადგენლები,     სხვადასხვა თაობის  „მზიურელები",  ცნობილი მომღერლები. „მზიურელები"  წარსდგებიან განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით,  შესრულდება ახალი ნაწარმოებები, ცნობილი ჰიტები ახალი ინტერპრეტაციით, არანჟირებით. საგამოფენო სივრცე დაეთმობა  მათ სასცენო სამოსს, ანსამბლის  წარმატებულ  მოღვაწეობასთან დაკავშირებულ  ფოტო -  ვიზუალურ  მასალას.

 

ანსამბლ  „მზიურის"  ხელმძღვანელია რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი გურამ ჯაიანი. პროექტის   მუსიკალური პროდიუსერია  ბუკა კარტოზია.  ქორეოგრაფი - არჩილ სოლოღაშვილი,  მუსიკოსი -  ზაზა წურწუმია, კოსტიუმების დიზაინერი - დათუნა სულიკაშვილი. ფოტოგადაღება - ჯიჯი რეჯინი.