სპიკერ პროგრამა ამერიკულ კუთხეში
29 თებერვალი 2012 წ.

29 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდობის სახლის  ამერიკულ კუთხეში ჩატარდა სპიკერ პროგრამა თემაზე: “თებერვალი-ამერიკის შავი ისტორიის თვეა”, (წარმატებული აფრო ამერიკელების წვლილი ამერიკის სახელმწიფოებრიობის საქმეში) რომელსაც უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრესისა და ინფორმაციის ატაშე ბატონი მაიკლ ჯ. ჰარვი. ღონისძიებას დაესწრნენ ამერიკული კუთხისა და ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის მოსწავლეები.Aსწორედ ამ პრეზენტაციით დასრულდა თებერვლის თვის მთელი რიგი სხვადასხვა ღონისძიებები, მიძღვნილი ამ თემატიკისადმი.