შობის დღესასწაული ამერიკულ კუთხეში
23 დეკემბერი 2011 წ.

23 დეკემბერს თბილისის ახალგაზრდული სახლის “ამერიკული კუთხის” მოსწავლეებმა ზეიმით აღნიშნეს შობის დღესასწაული, რომელზეც წარმოადგინეს სხვადასხვა ინგლისურენოვანი ქვეყნების (აშშ, ინგლისი, შოტლანდია, კანადა, ავსტრალია) საშობაო ტრადიციები, პოპულარული საშობაო ლექსები და სიმღერები. ამერიკელმა სტუმარმა საშა შმიდტმა ქართველ მოსწავლესთან მარი ნიკოლაიშვილთან ერთად პატარებს წაუკითხა ჩარლზ დიკენსის “საშობაო გალობა”, ასეთი კითხვები ამერიკაში ყოველ შობაზე იმართება.

ამერიკული კუთხის მოსწავლეებმა დიდი ზეიმი მოაწყვეს, რომელიც სავსე იყო მხიარულებით, სიმღერებითა და ცეკვებით. სტუმრებმაც და მოსწავლეებმაც კარგად მოილხინეს. ღონისძიებას დაესწრნენ საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის პედაგოგები , ამერიკელი მოსწავლეები და ამერიკული კუთხის მოსწავლეთა მშობლები.