ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
22 მარტი 2017 წ.

 

22 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას" და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს  „ერთსულოვნების" დირექტორმა, დეკანოზმა  მიქაელ ფოფხაძემ და ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ.  მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ  კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის განვითარებას;  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს კულტურის, ტრადიციის საფუძველზე თავისუფლად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებას.