მედიასტუდია „დრო“


თუ ხართ დაინტერესებული ჟურნალისტიკით, ან უბრალოდ, გსურთ, რომ თქვენი სტატია თუ სიუჟეტი მოხვდეს რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტსივრცეში, მაშინ გელით მედიასტუდია ,,დრო".


სტუდიაში თქვენ განივითარებთ ჟურნალისტურ უნარებს, რომელიც ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში მნიშვნელოვანია. თქვენ გაიუმჯობესებთ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების, კითხვების დასმის, რესპონდენტთან ურთიერთობის, ეფექტური პრეზენტაციის, გამართულად მეტყველების, წერის, კომუნიკაციისა და დისკუსიის წარმართვის უნარებს.


ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, ნამდვილ ჟურნალისტურ გარემოში მოხვდეთ და პრაქტიკულად მოამზადოთ სტატიები ახალგაზრდული ინტერნეტჟურნალისთვის „Online თაობა", რადიოგადაცემები სტუდია „დრო"-ში და ტელესიუჟეტები, რომლებიც გავა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების" დილის პროგრამაში „განთიადი".


სტუდიის წევრები მონაწილეობას იღებენ კონფერენციებში, მიწვეულნი არიან სხვადსხვა ფესტივალებსა და კონკურსებში მოსწავლე ჟურნალისტების სტატუსით. წლის ბოლოს კაბინეტი ახორციელებს ღონისძიებას „ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლა", სადაც 10 დღის განმავლობაში ტრენინგების ჩასატარებლად მოწვეული არიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები სხვადასხვა ტელე-რადიო კომპანიებიდან, ონლაინ გამოცემებისა და უმაღლესი სასწავლებლებიდან.

ტელეჟურნალისტიკის წრე
რადიოჟურნალისტიკის წრე
ბეჭდური/ონლაინ ჟურნალისტიკა