სამართალმცოდნეობის კაბინეტი

მზარდ ინფორმაციულ ნაკადსა და სახელმწიფოებრივ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურად ცვალებად სივრცეში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, თვითრეალიზაცია, უცილობლად ითხოვს სამართლებრივ განათლებას. ჩვენი ყოველდღიური ყოფა და წარმატება, ხშირად, სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად საფუძვლიანად ვიცით საკუთარი უფლება-მოვალეობანი, რამდენად ვერკვევით კანონმდებლობის ნიუანსებში. ხშირად გვიჭირს გავავლოთ ზღვარი, სად მთავრდება ცელქობა და სად იწყება დანაშაული, რა მოეთხოვება ადამიანს ნებისმიერი ფორმის კომუნიკაციის დამყარებისას.


ამას და კიდევ ბევრ სხვა რამესაც გაიგებ, თუ სასახლის სამართალმცოდნეობის კაბინეტში მოხვალ.

 

აქ თითოეულ მოსწავლეს საშუალება ეძლევა გაიფართოვოს თვალსაწიერი, ჩამოიყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, შეიძინოს უწყვეტი განვითარებისა და ახალი ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი.

 


ჩვენ დაგეხმარებით არგუმენტირებულად დაიცვა შენი აზრი თუ პოზიცია, ამავდროულად, დარჩე სხვისი აზრის პატივისმცემელ პიროვნებად, ობიექტურად განსაზღვრო საკუთარი შესაძლებლობები, რაც საერთო ჯამში შეგაძლებინებს ღირსეული ადგილი დაიკავო საზოგადოებაში, იყო წარმატებული, კანონმორჩილი და ტოლერანტი.

სამართალმცოდნეობა