სასწავლო-შემოქმედებითი და საერთაშორისო პროექტების კაბინეტი

სასწავლო-შემოქმედებითი და საერთაშორისო პროექტების კაბინეტი ხელს უწყობს სასწავლო აღმზრდელობითი და მასობრივი მუშაობის საინფორმაციო უზრუნველყოფას, პედაგოგიური სიახლეების  და შემოქმედებითი პროექტების პროპაგანდას, აღმზრდელობით მუშაობაში არსებული საინტერესო გამოცდილების შესწავლას.

 

კაბინეტი თანამშრომლობს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებთან და ცენტრებთან, ყველა იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვინც ბავშვთა და მოზარდთა აღზრდას ემსახურება, რათა ხელი შეუწყოს მოზარდების სულიერ, ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებას, შემოქმედებითი აზროვნების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ხედვის გამომუშავებას, თვითგამორკვევასა და თვითდამკვიდრებას. გონივრული დასვენებისა და თავისუფალი დროის სწორ გამოყენებას.

 

კაბინეტის მუშაობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მომზადება-ჩატარება.

 

კაბინეტთან ფუნქციონირებს სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში  გამარჯვებულ მოსწავლეთა გაერთიანება "მცირე აკადემია", რომლის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, შეიძინონ ღრმა ცოდნა, წარმოაჩინონ დამოუკიდებელი მუშაობის, ინფორმაციის სინთეზის,  საკუთარი პოზიციის დაცვის უნარები. განავითარონ შემოქმედებითი, კულტურული შესაძლებლობები, დაამყარონ ურთიერთობა მეცნიერებთან, ხელოვნების მუშაკებთან, საინტერესო, გამოჩენილ პიროვნებებთან, თანატოლებთან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  და  მის ფარგლებს გარეთ.


მათი საქმიანობა ითვალისწინებს აზრთა გაცვლას, დისკუსიებს საჭირბოროტო საკითხებზე, შეხვედრებს, ლიტერატურულ,  შემეცნებით საღამოებს, ექსკურსიებს და  სხვ., რაც ხელს უწყობს მათ აქტიური  მოქალაქეობრივი  პოზიციის ჩამოყალიბებას.

 

ტელეფონი: 299-75-06