ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტი


კაბინეტი ემსახურება მოზარდთა იმ კატეგორიას, ვინც დაინტერესებულია ისტორიის, ეთნოგრაფიის, ხალხური ხელსაქმის (ხალიჩის, ფარდაგის, გობელენის ქსოვა, თექის მოთელვა, ქარგვა და სხვ.), გეოგრაფიის, გეოეკოლოგიის, აგრეთვე სამხარეთმცოდნეო ტურიზმის საფუძვლების ღრმად შესწავლით.

 

მოსწავლეებს საშუალება აქვთ გაიღრმავონ სკოლაში მიღებული ცოდნა, მოახდინონ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება, დახვეწონ საკუთარი ესთეტიური გემოვნება და სხვ. კაბინეტში მოქმედ წრეებში გაერთიანებული მოზარდებისათვის სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებები: კონფერენციები და შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან; თემატური საღამოები და ლექცია-საუბრები, გამოფენები, სასწავლო ექსკურსიები თბილისისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობათა უკეთ გასაცნობად; სურვილის შემთხვევაში, ხორციელდება საზაფხულო სასწავლო შეკრება-ექსპედიციები.

 

ტელეფონი: 298-78-86

გეოეკოლოგიის წრე
დედამიწათმცოდნეობა
ეთნოგრაფიის წრე