სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტი


კაბინეტი აერთიანებს სახვითი (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების (ჭედურობის, გობელენის, ხეზე კვეთის, ძაფითა და მძივით ქარგვის, მაკრამეს, ქსოვის)  და ხელოვნებათმცოდნეობის წრეებს.


ხატვის, ფერწერის, ქანდაკების, ხელსაქმის სხვადასხვა სახეობის განსხვავებული ტექნიკის თუ ხელოვნებათმცოდნეობის საფუძვლების სწავლების პროგრამა რამდენიმეწლიან კურსს ითვალისწინებს. ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეებში ხელოვანისათვის აუცილებელი  უნარების გამომუშავებაზე; ცოდნის, მასალის მკაფიოდ და საინტერესოდ გადმოცემაზე, მოზარდებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, კვლევის, დაკვირვების უნარის, გემოვნების, ფანტაზიის განვითარების თუ კულტურული მემკვიდრეობისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ თბილისში არსებულ და დაცულ მატერიალური კულტურის ძეგლებს, მხატვართა სახლ-მუზეუმებს, ესტუმრონ სახელოსნოებს, სამუზეუმო ექსპოზიციებსა თუ გამოფენებს, დაესწრონ ხელოვნების ისტორიის სპეციალისტების საჯარო გამოსვლებსა და ლექციებს.


პროგრამული სწავლების თითოეული ეტაპი აღინიშნება ახალბედა ხელოვანთა და ხელოვნების მოყვარულთა მონაწილეობით გამართული გამოფენით, კონფერენციით, შეხვედრით. გამორჩეული ნამუშევრები სასახლის პედაგოგთა და მოწვეულ სპეციალისტთა რეკომენდაციით უფრო ფართო არენაზე გადის, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი კაბინეტის კურსდამთავრებულთა უმრავლესობის სამხატვრო აკადემიაში დაუბრკოლებლად მოწყობასთან დაკავშირებით. 

 

ტელეფონი: 230-93-41

ხატვა-ფერწერა
გობელინის წრე
ხეზე კვეთა