ტექნიკური მოდელირებისა და დიზაინის კაბინეტი


ტექნიკური მოდელირებისა და დიზაინის კაბინეტში შემავალი წრეებისა და მოსწავლეთა გაერთიანების მუშაობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გამომდინარეობს სასწავლო გეგმის შედეგებიდან. სწავლების მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, საკითხის სიღრმისეული წვდომა, ინტერესი ტექნიკური შემოქმედებისადმი, გრაფიკის ენის გააზრებულად შესწავლა, რომელიც ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა და, როგორც ნებისმიერ ენას, მასაც აქვს თავისი სიღრმისეული სიბრძნე, ლოგიკურობა და ლაკონურობა.


ტექნიკით დაინტერესებული მოსწავლეები იღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას. აქვთ შეხება მთელ რიგ ტექნიკურ საგნებთან, რათა მოახდინონ საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება, მთელი რიგი პროექტების, მოდელების, მოძრავი და გრაფიკული ანიმაციების, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შექმნა.

 

კაბინეტის აღზრდილები აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურსებსა და შეჯიბრებებში, მეცნიერთა და გამომგონებელთა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ოლიმპიადებში, ნორჩ ტექნიკოსთა ნამუშევრების გამოფენებში.


ტელეფონი: 299-96-32

 

სალექციო წრე პლანეტარიუმში