უცხო ენების კაბინეტი

უცხო ენების  კაბინეტი სასახლეში მისი დაარსების დღიდან, 1941 წლიდან არსებობს. აქ შეგიძლიათ დაეუფლოთ ხუთ ენას - ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, რუსულს და ბერძნულ ენებს. ყოველი წრე მოსწავლეთა ასაკობრივი მონაცემებისა და ენის ფლობის დონის  გათვალისწინებითაა  დაკომპლექტებული, ხოლო თავად მეცადინეობები სახალისო, ადვილად აღსაქმელი და მრავალფეროვანია.

 

ბავშვებსა და საკუთარ საქმეზე შეყვარებული პედაგოგები ეხმარებიან მოსწავლეებს სრულყოფილად აითვისონ სასურველი ენა, გამართულად შეძლონ კომუნიკაციის დამყარება, გაეცნონ იმ ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ხელოვნებას, კლასიკურ თუ თანამედროვე  მწერლობის ნიმუშებს, რომლის ენასაც  სწავლობენ, ხოლო სასწავლო პროცესი მოსაწყენი რომ არ იყოს, ფორმათა მონაცვლეობის გარდა, ვიყენებთ ტექნიკურ საშუალებებს, აუდიო და ვიდეო მასალას, რაც უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.

 

კაბინეტს აქვს  ტრადიციული ღონისძიებები: ტარდება საქალაქო  მთარგმნელთა კონკურსი, ლიტერატურული საუბრები სხვადასხვა მწერლის შემოქმედებაზე, მოქმედებს გერმანულენოვანი თეატრი, მჭიდრო  ურთიერთობა აქვს ფრანგული კულტურის ცენტრთან, გოეთეს ინსტიტუტთან, ბრიტანეთის საბჭოსთან და ასევე სხვადასხვა საელჩოებთან.

 

ტელეფონი: 299-00-95

ინგლისური ენის შემსწავლელი წრე
გერმანული ენის შემსწავლელი წრე
რუსული ენის შემსწავლელი წრე