ბიბლიოთეკა

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა ემსახურება 6-დან 18 წლამდე ასაკის 2000 მკითხველს. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სასახლის, ასევე თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს.  ყოველდღიურად, ბიბლიოთეკით, დაახლოებით 100-მდე მომხმარებელი სარგებლობს.


ბიბლიოთეკარები ეხმარებიან მოსწავლეებს ლიტერატურის შერჩევაში. მათი ასაკის გათვალისწინებით, ურჩევენ კლასგარეშე საკითხავ წიგნებს. აგრეთვე, იმ ნაწარმოებებს, რომლებიც მოსწავლეებს ესაჭიროებათ როგორც დამხმარე ლიტერატურა სასკოლო პროგრამის შესასწავლად. ბიბლიოთეკას აქვს სამკითხველო დარბაზი, რომელშიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებს შეუძლიათ გაეცნონ პერიოდულ გამოცემებს და ადგილზე  გუნდურად იმუშაონ პროექტებზე.

 

სასახლის ბიბლიოთეკის ბაზაზე იგეგმება ახალი, ინოვაციური საბავშვო ბიბლიოთეკის შექმნა. პროექტი ხორციელდება შვედეთის ინსტიტუტისა და შვედეთის მწერალთა კავშირის ხელშეწყობით, რომელიც მოიცავს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსებას,  სივრცის დაგეგმარებას, აქტივობებს და მომავალი სამუშაო გეგმის  შედგენას.

 

ბიბლიოთეკაში დაგეგმილი აქტივობებია: შეხვედრები მწერლებთან, ილუსტრატორებთან და გამომცემლებთან; სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული მასტერ-კლასები; კითხვის საათი; ხელნაკეთი წიგნების დამზადება; უორკშოფები; საუბრები ლიტერატურაზე; წიგნის კვირეულები; წიგნის პრეზენტაციები; გამოფენები.

 

გელით  ჩვენს ბიბლიოთეკაში, სადაც წამყვანი როლი ენიჭება წიგნის კითხვას, თუმცა პარალელურად, ბიბლიოთეკის თანამშრომლები მოზარდებს ბევრ სხვა აქტივობასაც სთავაზობენ, რათა იგი  ბავშვების საყვარელ ადგილად იქცეს.

 

ტელეფონი: 292-04-65

რუსული ენის წრე
ქართული ენა არაქართველებისათვის
მკითხველთა კლუბი