ქორეოგრაფიული სტუდია


ქორეოგრაფიული სტუდიის მიზანია საცეკვაო ხელოვნების  საშუალებით განსაზღვროს  ბავშვის, მოზარდისა და ახალგაზრდა თაობის ზნეობრივ-ესთეტიკური აღზრდის ამოცანები, თავად პროცესის შინაარსი, მოცულობა და განხორციელების მეთოდური ხერხები.

 

ქორეოგრაფიული ხელოვნება  ბავშვის, მოზარდისა და ახალგაზრდობის ესთეტიკური, პატრიოტული და მსოფლმხედველობითი აღზრდის მძლავრი საშუალებაა. იგი აყალიბებს ბავშვის გარეგნულ ფიზიკურ მონაცემებს, ესთეტიკური ფასეულობისადმი და შემოქმედებითი საქმიანობისადმი შეუნელებელ ლტოლვას.


საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დიდი ყურადღება ექცევა ქორეოგრაფიული ხელოვნების საწყისებს. ამ მიზნით სასახლის კედლებში მოქმედებს წრეები, მოსამზადებელი ჯგუფები და ანსამბლები. მათი დაკომპლექტება ხდება მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური და ინდივიდუალური თავისებურებების, უნარ-ჩვევებისა და მონაცემების გათვალისწინებით. აქ მოსამზადებელი ჯგუფები და ანსამბლები მუშაობენ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მიერ დამტკიცებული და ექსპერიმენტულად შემოწმებული სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიხედვით.

 

ტელეფონი: 299-52-87

ანსამბლი "მერანი"
ანსამბლი "ბასიანი"
ანსამბლი "დავითიანი"