შემეცნებით თამაშობათა სტუდია

შემეცნებით თამაშობათა სტუდია სასწავლო წლის მანძილზე ყველა ასაკის მოსწავლეთათვის ატარებს სხვადასხვა სახის მასობრივ ღონისძიებებს: გართობის დილებს, ზეიმებს, საქალაქო კონკურსებს,  მხიარულ ასპარეზობებს და ა.შ.


სექტემრიდან ივნისამდე I-II კლასების მოსწავლეებს ვიწვევთ პირველი ზარის ზეიმზე. ერთი სკოლის პარალელური კლასის მოსწავლეები წინასწარ დანიშნულ დროს გახდებიან ზეიმის მაყურებლებიც და აქტური მონაწილეებიც. ბავშვები მოისმენენ საინტრესო ამბებს დედაქალაქის, მათი მშობლიური უბნის, სასახლის შესახებ. გაეცნობიან სახალისო მასალას, მოისმენენ და გამოიცნობენ მელოდიებს საყვარელი მულტფილმებიდან, ისაუბრებენ სხვადასხვა პროფესიაზე, გამოიცნობენ გამოცანებს, ამოხსნიან რებუსებს, შეეჯიბრებიან ერთმანეთს მოძრავ თამაშობებში, სასახლის უმშვენიერეს სარკეებიან დარბაზში კი მათ ბევრი სხვა სიურპრიზი დახვდებათ.


I-IV კლასელებს კი ვიწვევთ ინსცენირებული ზღაპრების საქალაქო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. სტუდიის პედაგოგების დახმარებით სკოლის პედაგოგები შეარჩევენ მათთვის სასურველ ზღაპარს, იმუშავებენ მის ინსცენირებაზე და თავიანთ ნამუშევარს წარმოადგენენ კონკურსის სარაიონო ტურზე. აპრილის ბოლოს კი სარაიონო ტურში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით საქალაქო კონკურსში, სადაც ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და, შესაბამისად, რაიონების მიხედვით დააჯილდოებს სასახლის სიგელით.


ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებს ვიწვევთ რბილი თვითნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსზე. ხელმარჯვე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსის რაიონულ ტურში. გამარჯვების შემთხვევაში, მათი ნამუშევრები სასახლის სარკეებიან დარბაზში გამოფენა-კონკურსის დასკვნით ტურზე გამოიფინება, სადაც ჟიური შეაფასებს საუკეთესო სათამაშოებს და სასახლის სიგელით დააჯილდოებს.


IX-XI კლასის მოსწავლეებს ვეპატიჟებით მახვილგონიერთა და მხიარულთა საქალაქო კონკურსზე. ამ კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა მახვილგონიერ, მხიარულ, განათლებულ, სპორტული და თეატრალური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სასკოლო და სარაიონო ტურებში. გამარჯვებული ნახევარფინალში და სასწავლო წლის დასასრულს, დასკვნით საქალაქო ფინალურ ტურში იასპარეზებს. გამარჯვებულ გუნდს ჟიური გამოავლენს, თუმცა ასპარეზობის აქტიური მონაწილეებიც არ დარჩებიან გულდაწყვეტილნი. საკონკურსო მასალა მონაწილეებს ადგილზე ხვდებათ. დაინტერესებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შემეცნებით თამაშობათა სტუდია უზრუნველყოფს ყველა ზემოთჩამოთვლილი კონკურსების დებულებებით.


მაშ ასე, გიწვევთ შემეცნებით თამაშობათა სტუდიაში, სადაც ყველა ასაკის მოსწალე შეძლებს მისთვის საინტერესოდ და სახალისოდ გაერთოს თავის კლასთან ან გუნდთან ერთად.

 

ტელეფონი: 293-16-53