ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობის კაბინეტი

ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტ60-წლიანი ისტორია აქვს. იგი ემსახურება მრავალეროვანი თბილისის უფროსკლასელებს.

 

კაბინეტის მიზანია, ხელი შეუწყოს უფროსკლასელთა ცნობიერების ამაღლებას; საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამების გაცნობით ევროპულ და ადგილობრივ პროექტებში ჩართვას; დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის და ბავშვთა უფლებების, საერთაშორისო სტანდარტებიT წერის, პრეზენტაციის, კონფერენციის, ფუნქციების რაობის, საერთაშორისო პოლიტიკური ტერმინოლოგიისა და მოქალაქეობის სწავლების მეთოდიკის შემუშავებას; აქტიური, ინიციატივიანი, ნიჭიერი ახალგაზრდობის წახალისებასა და წარმოჩენას.

 

საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ,,ნატოს" და ,,ეუთოს" სემინარებში, კავშირი აქვს თბილისის კავკასიურ სახლთან; ასევე, თბილისის ავსტრიის კუთხესთან ერთად ხდება მჭიდრო თანამშრომლობა-შეხვედრებისა და საღამოების ორგანიზება; დისპუტების, კონკურსების, შეხვედრების, პრეზენტაციების ორგანიზება; მსოფლიო ქვეყანათა სწავლება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება.

 

კაბინეტის წარმატებული პროექტებია: ანტიდისკრიმინაციული კანონის რაობის გაცნობა-სწავლება. კლუბი ,,გზა ევროპისკენ" და ქალაქ რუსთავის ახალგაზდობის სახლის კლუბის ,,პატრიოტები" ერთობლივი მრგვალი მაგიდა თემაზე ,,მე -საქართველოს მოქალაქე". ,,უკეთ გავიცნოთ კავკასია" - ერთობლივი კონფერენცია დუისის სკოლის მოსწავლეებთან; სასწავლო-შემეცნებითი ღია გაკვეთილი თემაზე ,,უცხოეთში მოღვაწე ქართველები"; პროექტი ,,vice versa" - ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს მოზარდების მიერ ერთობლივი პროექტის ორგანიზება თემაზე ,,ჩემი მეგობრის სამშობლო"; საშობაო პროექტი ,,ჩემი დობილი/ძმობილი" - საქველმოქმედო ჩართულობის მიზნით სტუმრობა 189-ე სკოლის უნარშეზღუდულ თანატოლებთან.

 

ტელეფონი: 299-58-44

კლუბი „ ლიდერი - გზა მომავლისკენ"
კლუბი „ინგლისურენოვანი ქვეყნები“
"საფრანგეთი-ევროკავშირის ქვეყანა"