ფოლკლორის კაბინეტი

1965 წელს შეიქმნა ნორჩ ფოლკლორისტთა რესპუბლიკური კლუბი "ირმისა", რომლის საფუძველზეც 1991 წელს გაიხსნა ფოლკლორის კაბინეტი. 2001 წელს მიენიჭა დიდი მეცნიერისა და ფოლკლორისტის ვახტანგ კოტეტიშვილის სახელი.


კაბინეტის ძირითადი მიზანი და ამოცანაა ზეპირსიტყვიერი ტექსტების (ბეჭდური და კაბინეტში დაცული საარქივო მასალების მიხედვით), ქართული, უცხოური მწერლობისა და ხელოვნების სახვადასხვა დარგებთან ურთიერთმიმართულების საკითხების გაცნობა-შესწავლა. წერის, თხრობის კულტურის დაუფლება-დახვეწა, თავისუფალი აზრის თანმიმდევრულად, ლოგიკურად ჩამოყალიბება, ლექსიკური მარაგის შევსება, კრიტიკული აზროვნებისა და უნარჩვევების ჩამოყალიბება.


-მოსწავლეებთან ერთად ჯგუფური მუშაობის ფორმების დანერგვით საერთო და საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა-ფოლკლორული საღამოები, სახალისო შემეცნებითი თამაშები.


-ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებები, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება თსუ-ს ფაკულტეტის დეპარტამენტსა და ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებასთან ერთად, მიზანი - ხალხური სიტყვიერების ნიმუშთა მოძიებით, კვლევითა და შესწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება, თავიანთი საქმიანობის წარმოჩენა და კაბინეტში დაცული არქივის (ზეპირსიტყვიერი ტექსტები) გამდიდრება- შევსება.

ზღაპრის მოყვარულთა წრე
ფოლკლორი და ლიტერატურა
ფოლკლორი და საბავშვო მწერლობა