ფოლკლორული სტუდია


სასახლის მუსიკალურ განყოფილებას გამოეყო ფოლკლორი და დაარსდა ფოლკლორული სტუდია, რომელმაც ახალი ბიძგი მისცა ქართული ხალხური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას.

 

ფოლკლორის სტუდიის მიზანია მომავალი თაობის ჭეშმარიტ ხალხურ ხელოვნებასთან ზიარება, მათთვის ავთენტიკური ხალხური სიბრძნის მიწოდება და ფსევდოხალხური ნიმუშებისაგან გამიჯვნა.

 

სტუდიას ხელმძღვანელობს გამოჩენილი ქართველი მომღერალი და ლოტბარი თემურ  ქევხიშვილი.

 

სტუდიაში შეისწავლება ქართული ხალხური საკრავები, სიმღერები და ცეკვები, კერძოდ: ჩამოყალიბდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „კავკასიონი," მსოფლიო ხალხთა სიმღერების ანსამბლი „კესანე," ხალხურ საკრავთა ანსამბლი „საუნჯე," ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „დარიალი," ბიჭუნათა ვოკალური ანსამბლი „ალიონი," ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მირანგულა" და მედუდუკეთა ანსამბლი "მერცხალი."

 

ყოველწლიურად იმართება ფოლკლორის სტუდიის ასაკობრივი ჯგუფების სოლო და საანგარიშო კონცერტები.


ტელეფონი: 298-78-66

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "დარიალი"
ხალხურ საკრავთა ანსამბლი "საუნჯე"
მსოფლიო ხალხთა სიმღერების ანსამბლი "კესანე"