ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტი


ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტში მუშაობა ოთხი პროფილით  მიმდინარეობს: ბიოლოგია, ექსპერიმენტული ბიოლოგია, ქიმია და აგრობიოტექნოლოგია.


კაბინეტი პროფილურ დაწესებულებებთან ერთად ატარებს საერთო ხასიათის ღონისძიებებს როგორც სასახლის, ისე რესპუბლიკის მასშტაბით. აწყობს ტრენინგებს, აქციებს, ოლიმპიადებს, შეჯიბრებებს, დისპუტებს, ლექცია-საუბრებს, გამოკითხვებს, შეკრება-სემინარებს, კონფერენციებსა და გამოფენებს. იგი აქტიურადაა ჩართული სასწავლო-სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.


ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: მოსწავლეთა ეკოლოგიური აღზრდა-განათლება; გარემო პირობების როლისა და ზემოქმედების გააზრება ცოცხალი ორგანიზმის განვითარებასთან ერთად; თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა; ბუნების დაცვა; ელემენტარული სამეცნიერო  უნარ-ჩვევების გამომუშავება; ჯანსაღი ცხოვრების წესების დამკვიდრება ახალგაზრდებში.


სწავლის პერიოდში მოსწავლეები ახდენენ გარემოზე დაკვირვებას, მარტივი ბუნებრივი პროცესების აღწერას, მონაცემების შეგროვებას და აღრიცხვას; საინფორმაციო წყაროების გამოყენებას; ობიექტების კლასიფიკაციას; უსაფრთხოების წესების დაცვას ლაბორატორიებში; ექსპერიმენტების დაგეგმვა-წარმართვას; პროექტების მომზადებას, დასკვნების გამოტანასა და მათ დაცვას ფართო აუდიტორიის წინაშე. 


ტელეფონი: 293-53-38

ბიოეკოლოგიის წრე
ბიოლოგიის წრე
არაორგანული ქიმიის წრე