თეატრალური სახელოსნო

ჩვენო კარგო პატარებო!

სასახლის თეატრალური სახელოსნო გიწვევთ მხატვრული კითხვის წრეებში!

რას გააკეთებთ და რითი დაკავდებით?! პირველ რიგში დაგეხვეწებათ მეტყველება. შეისწავლით და შეიყვარებთ ქართულ ლიტერატურას, ფრთებს გაშლის თქვენი ფანტაზია, შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ ხელოვნების გამოჩენილ ადამიანებს, მწერლებს, პოეტებს, მსახიობებს. ხშირად გექნებათ შესაძლებლობა ესტუმროთ მუზეუმებს, თეატრებს, ივლით ექსკურსიებზე და მოინახულებთ ქართულ ძეგლებს. ვინც გამოიჩენს შრომისმოყვარეობას და ნიჭიერებას, ექნება ბედნიერება გაწევრიანდეს პოეზიის, თოჯინებისა ან დრამატულ თეატრების დასებში.

 

იმისთვის, რომ ადამიანი წარმატებული იყოს ნებისმიერ სფეროში, პროფესიაში, სწორი მეტყველების კულტურის ჩამოყალიბება აუცილებელია. იგი არა მარტო გამართულ მეტყველებას მოიცავს, არამედ ბევრად მეტს - ადამიანის ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობას და  დაკავშირებულია აზროვნების სისტემასთან. ყველაფერი მოდის გონებიდან. ბავშვი ეჩვევა სწორ,  ლოგიკურ აზროვნებას, უყალიბდება ხმა, ტემბრი, ემოცია. ეხსნება ყოველგვარი კომპლექსი, უადვილდება წაკითხულის სწორად აღქმა.

 

წარმოუდგენელია მაღალი მეტყველების კულტურის გარეშე არა მარტო პროფესიონალი მსახიობი, ჟურნალისტი, იურისტი, პოლიტიკოსი, მასწავლებელი, არამედ ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანი, ვისაც აქვს ურთიერთობა საზოგადოებასთან. სწორედ საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის, კარგი აზროვნებისა და წარმატებული მომავლისთვის უნდა ჩავუნერგოთ ბავშვს პატარა ასაკიდანვე მეტყველების კულტურა და ამიტომ სასურველია ვატაროთ მხატვრული კითხვის წრეზე.

 

ძვირფასო მშობლებო!

სწორედ წარმართეთ თქვენი შვილის მომავალი წარმატება, რომლის ღია კარიც ჩვენთან გელოდებათ!

 

დაწვრილებითი ცნობებისთვის მოგვმართეთ: სასახლე 95-ე ოთახი, ტელ: 293 26 84.

მხატვრული კითხვის წრე
თოჯინების თეატრი - მოსამზადებელი ჯგუფი
დრამატული თეატრი - მოსამზადებელი ჯგუფი