კომპიუტერული სტუდია

კომპიუტერულ სტუდიაში მოსწავლეები იღრმავებენ სკოლაში მიღებულ მათემატიკურ ცოდნას და გამოიმუშავებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე საშუალებათა გამოყენებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.


სწავლება წრეებში მიმდინარეობს სახალისო ფორმით - თავსატეხი და ლოგიკური ამოცანების ამოხსნით, მათემატიკური თამაშობებით, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში მათემატიკის სიღრმისეული შესწავლის მოტივაციის ამაღლებას. ეს დადებითად მოქმედებს როგორც პროგრამული მასალის ათვისების ხარისხზე, ასევე მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებაზე და აძლევს მათ საშუალებას მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები პრაქტიკულად გამოავლინონ მასობრივ ღონისძიებებში.


სტუდიის აღსაზრდელები რეგულარულად მონაწილეობენ და წარმატებებს აღწევენ სხვადასხვა სახის მათემატიკურ შეჯიბრებებსა თუ კონკურსებში,  მათ შორის მათემატიკურ კონკურსში „იმედი ხვალის"მათემატიკის მსოფლიო  დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ინტერნეტ შეჯიბრში, მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში, მონაწილეობას იღებენ "∏" რიცხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაში, ხვდებიან ცნობილ მეცნიერებს და ტექნოლოგიის სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ადამიანებს.


ტელეფონი: 298-78-64

 

ნორჩ მათემატიკოსთა წრე
ვებ-დიზაინერთა წრე
კომპიუტერის მოხმარების შემსწავლელთა წრე