მუსიკალური სტუდია

მუსიკალური სტუდია ემსახურება ნიჭიერი მოზარდების გამოვლენას, ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას. კაბინეტის ძირითადი პრიორიტეტი სიმღერის ცოცხალი შესრულებაა. მოსწავლეები აქ შეისწავლიან სიმღერას, ცეკვას, სასცენო მოძრაობასა და მეტყველებას.


მოსწავლეთა მუსიკალურ განათლებაზე კვალიფიციური პედაგოგები ზრუნავენ, აქედან გამომდინარე კაბინეტს ჰყავს ვარსკვლავოსანი ანსამბლი  _  „მზიური", „მიუზიკლის სტუდია" და სხვა სახელოვანი ანსამბლები.

 

მუსიკალური სტუდიის აღსაზრდელები წლის განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეხვედრა-კონცერტებში სხვადასხვა ცნობილ კომპოზიტორებსა და მომღერლებთან; სასახლესა და ქალაქში გამართულ მრავალ ღონისძიებებში, ასევე მონაწილეობას იღებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში, საიდანაც ყოველთვის გამარჯვებულები ჯილდოებითა და სიგელებით ბრუნდებიან.

 

ტელეფონი: 293-31-63

გოგონათა ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი "მზიური"
მიუზიკლის სტუდია
ანსამბლები „წითელქუდა" და „იები"